სოციალური პასუხისმგებლობა

 

ხედვა და მიდგომა

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბანკირების ცხოვრების წესია და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აისახება; ჩვენ ვნერგავთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად და მიგვაჩნია, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპებისადმი ერთგულება აუცილებელ პირობას წარმოადგენს აქციონერებისთვის ღირებულების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის იმგვარ მართვას გულისხმობს, როდესაც ზეგავლენა საზოგადოებაზე დადებითია, აქციონერების ნდობა და კეთილგანწყობა კი – გარანტირებული.

 

კულტურის დონე და სოციალური კეთილდღეობა საქართველოში პირდაპირ უკავშირდება კერძო სექტორის მიერ ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის პრინციპების სათანადო შესრულებას.  ბანკმა "რესპუბლიკამ" უკვე შეიმუშავა მომავალი წლების სოციალური პოლიტიკის კონცეფცია და მისი ყველა სოციალური და საქველმოქმედო პროგრამა ბანკის გრძელვადიანი კორპორაციული სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება.

 

ზრუნავს რა საკუთარ იმიჯსა და რეპუტაციაზე, კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპებისადმი ერთგულება ბანკ "რესპუბლიკისთვის" სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხად რჩება.  ბანკი აცნობიერებს საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას და გეგმავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, შემდეგ კი  მათ შესახებ საზოგადოებისთვის, კლიენტებისთვის, აქციონერებისთვის და ა.შ.  ინფორმაციის მიწოდებას. ბანკის მიზანია,  აუხსნას თანამშრომლებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, მისი როლი და მიზნები სპეციალური პრეზენტაციების, წერილების, ვებგვერდის, ინტრანეტის და კორპორაციული ჟურნალის საშუალებით. 

 

 

ხარისხის კონტროლი

 

2010 წელი დიდი გამოწვევა იყო ხარისხის თვალსაზრისით. დეპარტამენტს ხარისხთან დაკავშირებულ მრავალ სხვადასხვა ამოცანაზე მოუწია მუშაობა მთელი ბანკის მასშტაბით. წინა წლების შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ გაუმჯობესდა ბევრი პარამეტრი, რაც იმის მანიშნებელია, რომ  ღონისძიებები სწორად დაიგეგმა და შესრულდა. წელს ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კვალიფიკაციის ზრდაზე ბანკის მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით. სწორედ ამ მიზეზით  ყოველ წელს ტარდება ატესტაცია. გასული წლის შედეგებთან შედარებით წელს ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული; დღეისათვის თანამშრომელთა კვალიფიკაცია მისაღებ დონეზეა. შედეგების მიხედვით ჩანს, რომ საკვალიფიკაციო ატესტაციის დროს თანამშრომელთა მიერ მიღებული საშუალო ქულა ამაღლდა: 2008 წელს ეს მაჩვენებელი იყო 62.51%–ი (100%–დან), 2009 წელს – 86.22%–ი, 2010 წელს კი  იგი 88.63%–მდე გაიზარდა. ამას გარდა, წელს ატესტაცია ელექტრონულ ფორმატში ჩატარდა, რის შედეგადაც დაიზოგა მნიშვნელოვანი დრო და ხარჯები.

 

გაუმჯობესებულია "საიდუმლო მომხმარებლის" მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგებიც. 2010 წლის საშუალო მაჩვენებელმა  8.42– ქულიანი მატება აჩვენა – 69.2 დან  (2009 წ.) 77.62–მდე (2010 წ.).

 

წარმატებული ღონისძიებები ჩატარდა მონაცემთა ბაზის ხარისხის გასაუმჯობესებლად: მინიმუმამდე იქნა დაყვანილი იმ კლიენტების რაოდენობა, რომელთა შესახებაც სისტემაში სათანადო ინფორმაცია არ იყო შეტანილი; დაიხურა უმოძრაო ანგარიშები და მოწესრიგდა საკომისიოების ჩამოჭრა; გაუმჯობესდა თანამსესხებლების და გარანტების მონაცემთა ორგანიზება, ისევე, როგორც "კომენტარების" და შეზღუდვების ორგანიზება მონაცემთა ბაზაში.

 

ხარისხის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი მთელი წლის მანძილზე რეგულარულ შეხვედრებს ატარებს. მუშა ჯგუფში შედის თითოეული ფილიალის და სერვისცენტრის წარმომადგენელი. "ხარისხის ჯგუფის"   შეხვედრები პერიოდულად იმართება სათავო ოფისში. ფილიალების წარმომადგენლები პრეზენტაციებს მართავენ ხარისხთან დაკავშირებული იმ პრობლემების და საკითხების შესახებ, რომლებსაც ყოველდღიური მუშაობისას აწყდებიან.  ეს საკითხები მოიცავს ყველა სფეროს: საბანკო პროგრამა, პროცედურების ნაკლოვანებები, ბანკომატები, პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები, ახალი ინსტრუმენტების დანერგვა, კომპიუტერული პროგრამით მოსარგებლეთა უფლებები და ა.შ.. ამის შემდეგ ხდება განხილული საკითხების განზოგადება და დამუშავება "ხარისხის ჯგუფის"   ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ამ ინფორმაციას აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი მოსაზრებების გასარკვევად და შესაბამისი ზომების მისაღებად. 2010 წელს "ხარისხის ჯგუფის"   შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხების საფუძველზე "ხარისხის დეპარტამენტის კოოდრინაციით" დაახლოებით 100–მდე პრობლემა/საკითხი გადაიჭრა.

 

2010 წელს წარმატებით განხორციელდა მრავალი სხვა ღონისძიებაც:

·          კლიენტების კმაყოფილების დონის კვლევა;

·          სათავო ოფისის დეპარტამენტების შეფასება (ამ პროექტის ამოცანა იყო ბანკის სტრუქტურების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება და გაუმჯობესება "ფრონტოფისის" მიერ სათავო ოფისის დეპარტამენტებისაგან მიღებული მხარდაჭერის მოცულობის შეფასების გზით);

·          "ჩაცმულობის კოდექსის" დაცვა (კორპორაციული დეტალების დამატება: კორპორაციული ჰალსტუხები და ყელსახვევები კაცებისა და ქალებისათვის);

·          ძირითადი პროცედურებისა და სტანდარტების განახლება;

·          მონაწილეობა POD–ის მიერ განხორციელებულ თითქმის  ყველა პროექტში (ახალი პროდუქტების და ინსტრუმენტების დანერგვა);

·          მომსახურების გაუმჯობესება ტრენინგის გზით; "ტრენინგცენტრთან" ერთად ჩატარდა ტრენინგის მე–2  კურსი იმ თანამშრომლებისათვის, რომლებმაც პირველი კურსი უკვე გაიარეს. მომსახურების სტანდარტებზე დაყრდნობით შედგენილ იქნა ელექტრონული ტესტები; დაწესდა 80%–იანი მინიმალური ზღვარი და  ტესტი ჩააბარეს იმ თანამშრომლებმა, რომლებსაც  ურთიერთობა აქვთ კლიენტებთან;

·          ხარისხის ინდიკტორები განისაზღვრა.

 

2011წელს "ხარისხის ჯგუფი" კვლავ განაგრძობს ბანკ "რესპუბლიკაში" მომსახურების ხარისხის ასამაღლებელი ღონისძიებების გატარებას. გარდა ზემოხსენებული ზომებისა, 2011 წელს ჩვენ ვგეგმავთ ბანკში "ნოვატორული პროცესის" დანერგვას.

 

 

ქველმოქმედება და სპონსორობა

 

ბანკი "რესპუბლიკა" ყოველთვის გამოირჩოდა აქტიური სპონსორობით. 2010 წელს, მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი კრიზისისა, ბანკმა მთელი რიგი პროექტები დააფინანსა რამდენიმე ძირითად სფეროში.

 

ქართული კულტურის ხელშეწყობა ბანკის ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ბანკი "რესპუბლიკა" ამაყობს იმით, რომ მან შესაძლებლობა მისცა კლასიკური და საოპერო მუსიკის და ჯაზის ქართველ შემსრულებლებს და ქართული თეატრის წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიეღოთ წელს გამართულ მნიშვნელოვან კონცერტებსა და წარმოდგენებში. ბანკი "რესპუბლიკა" რეგულარულ ფინანსურ დახმარებას უწევდა მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელმწიფო თეატრებს.

 

კლასიკური მუსიკის კონცერტების დაფინანსება წლების მანძილზე ბანკისათვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გენერალური სპონსორია. 2010 წელს ჩვენ კვლავ განვაგრძეთ ჯაზის ხელშეწყობა. ბანკმა დააფინანსა ჯაზის ცნობილი ქართველი შემსრულებლის მაია ბარათაშვილისა და ჯგუფ "შინის" გასტროლები გერმანიაში.

 

სპონსორობის გარდა, ბანკი "რესპუბლიკა" აქტიურად არის ჩაბმული სოლიდარობის გამომხატველ აქციებსა და ქველმოქმედებაში. გარდა "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის" ფარგლებში გათვალისწინებული რეგულარული ღონისძიებებისა,  უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ბანკი "რესპუბლიკა" აქტიურად მონაწილეობდა  "მოქალაქეობრივი მოვალეობების კვირეულში", რომელიც "სოსიეტე ჟენერალის" მასშტაბით განხორციელდა.  გასულ წელს ბანკის თანამშრომლებმა საკუთარი ნებითა და ინიციატივით გაიღეს სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის. ბანკმა შეიძინა აპარატურა იაშვილის სახელობის საავადმყოფოსათვის, სადაც ეს ბავშვები მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გადიან. ბანკ "რესპუბლიკის" ორ ყველაზე დიდ ფილიალში ბანკის ინიციატივით მოეწყო უნარშეზღუდული ბავშვების ნახატების და ხელოვნების სხვა ნამუშევრების გამოფენა.

 

ბანკი  "რესპუბლიკა" სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით  საქველმოქმედო ფონდ "ცისკართან" ერთად აწყობს ღონისძიებებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: გაჭირვებული ოჯახების და უპატრონო ბავშვთა სახლების დახმარება, ეკლესიების, მონასტრების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და აღდგენა. ფონდი სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას უწევს თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებს, პროფესორებს, მსახიობებს და ა.შ..

 

 

პროცედურების დაცვა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოქმედებები

 

პროცედურების დაცვისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულების საკითხებს ბანკში "AML დეპარტამენტი" განაგებს, რომელიც "რისკების მართვის სამსახურს" ექვემდებარება. დეპარტამენტის მუშაობა ადგილობრივი კანონმდებლობისა და ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" წესებს ეყრდნობა. ამავე დროს, ორივე მიმართულების სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ საქმიანობაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თითქმის ყველა თანამშრომელი მონაწილეობს.  ეს მიიღწევა რეგულარული ტრენინგებით და მენეჯერების მხრიდან მუდმივი ზედამხედველობის გზით ყველა იერარქიულ დონეზე.