სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მოქნილი და მოსახერხებელი სქემა მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროსა და თანხებს.
ბანკი “რესპუბლიკა” გასცემს ყველა ტიპის ლოკალურ და საერთაშორისო საგარანტიო წერილებს.
საბანკო გარანტიები
ლოკალური საბანკო გარანტია:
ბანკი “რესპუბლიკა” გთავაზობთ 6 ტიპის საბანკო გარანტიას:
· სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის;
· ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის;
· საავანსო გადასახდელების უზრუნველყოფის;
· ხარისხის უზრუნველყოფის;
· ვალდებულების გადახდის უზრუნველყოფის.
საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ მხარეებს ბანკი სთავაზობს ანგარიშსწორების თანამედროვე ინსტრუმენტებს:
· დოკუმენტური აკრედიტივი;
· გადახდის საერთაშორისო გარანტია;
· დოკუმენტური ინკასო.
დოკუმენტური აკრედიტივი – სავაჭრო გარიგების ფორმა, რომლის საშუალებითაც გამყიდველი და მყიდველი გამორიცხავენ გარიგებასთან დაკავშირებულ ყველა რისკს. ამისათვის მყიდველის წარმომადგენელი ბანკი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს გარიგებით განსაზღვრული თანხა გამყიდველის ბანკს, როდესაც გამყიდველი შეასრულებს გარიგებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას.
აკრედიტივით ანგარიშსწორება მოგებიანია როგორც მყიდველისათვის, ისე გამყიდველისათვის.
სარგებელი მყიდველთათვის:
· მყიდველი გარანტირებულია, რომ მისი თანხები გადაირიცხება მხოლოდ გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ;
· მყიდველს შეუძლია, გამყიდველთან წინასწარ შეათანხმოს იმ საბუთების ჩამონათვალი, რომელიც თან უნდა ახლდეს მიღებულ საქონელს;
· საბუთების სრულად არმიღების შემთხვევაში მყიდველი გარანტირებულია, რომ თანხები არ გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე.
სარგებელი გამყიდველთათვის:
· აკრედიტივი წარმოადგენს გარანტიას გამყიდველისათვის, რომ თანხები გადმოირიცხება მის სასარგებლოდ, თუ ის შეასრულებს გარიგებით დაკისრებულ ყველა ვალდებულებას.
· თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობას იღებს ბანკი და, აქედან გამომდინარე, თანხის გადარიცხვა მყიდველის ნებაზე და მის ფინანსურ მდგომარეობაზე აღარ არის დამოკიდებული.
· თანხის მიღება ხდება მოკლე ვადაში ჩვენი პარტნიორი ბანკების საშუალებით.
· მაღალრისკიან ქვეყნებთან ურთიერთობის დროს შესაძლებელია რისკის გაბათილება დამოწმებული აკრედიტივის მოთხოვნით, რაც გულისხმობს, რომ გარანტი ხდება მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი კატეგორიის ბანკი.
გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი?
დაგვიკავშირდით ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში: (8 32) 290 90 90, მობილურიდან: * 90 90.
სესხის მისაღებად მობრძანდით უახლოეს ფილიალში.