„მეგობარ“ ანაბართან დაკავშირებული შეკითხვები:
სარგებელი ანაბრის მხოლოდ უცვლელ თანხაზე მერიცხება?
ანაბრის გახსნისას ბარათს ავტომატურად დამიმზადებთ?
რა ღირს ანაბრის გახსნა?
ანაბარზე თანხის შეტანა/გამოტანა მხოლოდ მე შემიძლია?
რა ვალუტით შემიძლია გავხსნა „მეგობარი“ ანაბარი?
მინიმუმ რა თანხა უნდა შევიტანო ანაბარზე მისი გახსნისას?
რა სახისაა „მეგობარი“ ანაბრის ბარათი?
რა ოპერაციები შემიძლია ჩავატარო „მეგობარი“ ანაბრის ბარათით?
ანაბრიდან თანხის გატანა ნებისმიერ დროს შემიძლია?
მაქსიმუმ რა ოდენობის თანხის გატანა შემიძლია ანაბრიდან?
რა ვადით შეიძლება გავხსნა „მეგობარი“ ანაბარი?
უცხოეთიდანაც შემიძლია ანაბრის გამოტანა?
რა ღირს „მეგობარი“ ანაბრის გახსნა?
Dream Card – თან დაკავშირებული შეკითხვები
რა არის Dream Card– ი?
როგორ გამოვიყენო თანხა 55 დღე 0%–ად?
როგორ მოვიქცე, თუ მსურს თანხის დაფარვა ნელ–ნელა, საქართველოში ყველაზე დაბალი ყოველთვიური შენატანებით?
როდის უნდა მოხდეს ყოველთვიურად დასაფარავი მინიმალური თანხის შემოტანა?
მინიმალური შენატანის განხორციელების შემდეგ, მაქვს უფლება გავიტანო იმავე მოცულობის თანხა ბარათიდან?
როგორ შემიძლია გადასახდელი თანხის დაფარვა?
რა უპირატესობა აქვს Dream Card – ს სხვა ბარათებთან შედარებით?
რამდენი სახის Dream Card – ი არსებობს?
თუ დახარჯულ თანხას ნელ –ნელა დავფარავ, რამდენი პროცენტი დამერიცხება?
რა ტიპის ბარათია Dream Card–ი?
რა ვადით გაიცემა Dream Card –ი?
როგორ შემიძლია მივიღო ინფორმაცია მიმდინარე დავალიანების შესახებ?
რა საბუთებია საჭირო Dream Card –ის მისაღებად?
რა მინიმალური ხელფასია საჭირო Dream Card – ის მისაღებად?
Dream Card -ის გაცემა ყველა ფილიალში და სერვისცენტრში ხდება?
რომელი ვალუტით შემიძლია მივიღო Dream Card–ი?
რა ვალუტით შეიძლება თანხის განაღდება?
რა ვქნა თუ Dream Card–ი დამეკარგა?
რა ვქნა თუ პინკოდი დამავიწყდა?
რა ვქნა თუ Dream Card–ი ბანკომატმა ჩამიყლაპა?
ვებსაიტთან დაკავშირებული შეკითხვები
როგორ შემიძლია ეკრანის რეზოლუციის დაყენება ისე, რომ მთლიანად ვხედავდე ვებგვერდს?
როგორ შეიძლება ვნახო საიტზე განთავსებული ინფორმაციის ერთიანი ჩამონათვალი?
რატომ არ შემიძლია ვებგვერდზე ანიმაციის დანახვა?
რატომ ვერ ვხსნი ვებგვერდზე მიბმულ დოკუმენტებს?
ძირითადი კითხვები
ბანკ "რესპუბლიკის" რომელი სერვისცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში?
რა საბანკო რეკვიზიტები აქვს ბანკ "რესბუბლიკას"?
არის თუ არა, ბანკ "რესპუბლიკაში” შაბათი სამუშაო დღე?
რომელ საათებში მუშაობს ბანკ "რესპუბლიკის" ფილიალები და სერვისცენტრები და რა დროს არის შესვენება?
რა სახის ინფორმაცია შემიძლია მივიღო სატელეფონო ცენტრის მეშვეობით?
რომელ საათებში მუშაობს სატეფონო ცენტრი?
სად შემიძლია ვნახო ბანკ "რესპუბლიკის" მიერ გამოცხადებული უახლესი ვაკანსიები?
მიმდინარე ანგარიში
რა ღირს ანგარიშის გახსნა?
რა ვალუტით შემიძლია გავხსნა მიმდინარე ანგარიში?
როგორ შემიძლია შევამოწმო ნაშთი და ოპერაციები ჩემ მიმდინარე ანგარიშზე ბანკში მოუსვლელად?
შეიძლება თუ არა, მქონდეს ერთდროულად რამდენიმე მიმდინარე ანგარიში?
ანგარიში მაქვს გახსნილი ერთ–ერთ ფილიალში. შესაძლებელია თუ არა, მასზე ოპერაციების განხორციელება სხვა ფილიალიდან?
საბანკო ბარათები
რა შემიძლია გავაკეთო საბანკო ბარათით?
რა უპირატესობა აქვს Visa Classic ბარათს Visa Electron ბარათთან შედარებით?
შემიძლია შევამოწმო ჩემს საბარათო ანგარიშზე არსებული ნაშთი და ოპერაციები ბანკში მოუსვლელად?
შესაძლებელია საბარათო ანგარიშიდან თანხა გადავრიცხო მიმდინარე ან სხვა ანგარიშზე ან პირიქით?
სად შემიძლია საბარათო ანგარიშის ამონაწერის მიღება?
შესაძლებელია საბანკო ბარათით ვიყიდო საქონელი ინტერნეტში?
რა არის CVV2?
რა განსხვავებაა PIN კოდსა და CVV კოდს შორის?
შესაძლებელია ბანკ "რესპუბლიკის" ბარათის PIN კოდის შეცვლა?
თანხის გამოტანის გარდა, კიდევ რა ოპერაციების შესრულება შემიძლია ბანკომატის საშუალებით?
როგორ უნდა მოვიქცე საბანკო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?
როგორ უნდა მოვიქცე ბარათის PIN კოდის დავიწყების შემთხვევაში?
როგორ მოვიქცე ბარათის დაზიანების შემთხვევაში?
როგორ ავიცილო თავიდან ბარათის დაზიანება?
სესხები
მაქვს სესხი სხვა ბანკში, ეს შეფერხება ხომ არ იქნება ბანკ "რესპუბლიკაში" სესხის ასაღებად?
სესხი აღებული მაქვს ერთ-ერთ ფილიალში, შემიძლია თუ არა მისი დაფარვა სხვა ფილიალში?
როგორ შემიძლია დავფარო სესხი ბანკში მოუსვლელად?
რა უნდა ვქნა, თუ ჩემი შემოსავალი არ მყოფნის სესხის ასაღებად?
იპოთეკური სესხი "ჩემი კუთხე"
აუცილებელია თუ არა იპოთეკური სესხის უზრუნველყოფა იმ უძრავი ქონებით, რომლის შეძენასაც ვაპირებ?
როგორ მოვიქცე, თუ ჩემი შემოსავალი არ მყოფნის იპოთეკური სესხის ასაღებად?
ავტოსესხი "ფორმულა 1"
აუცილებელია თუ არა გირაოში იმ ავტომანქანის ჩადება, რომლის შეძენაც მსურს?
აქვს თუ არა ბანკ "რესპუბლიკას" პარტნიორი ავტოსალონები და რა შეღავათებია მათთან?
სესხი "კომფორტი"
რამდენად კომფორტულია სესხი "კომფორტი"?
რა მიზნისთვის შემიძლია ავიღო სესხი "კომფორტი"?
როგორ მოვიქცე, თუ ჩემი შემოსავალი არ მყოფნის სესხის ასაღებად?
საანაბრო სესხი
რა ვადაში მტკიცდება საანაბრო სესხი?
შეიძლება თუ არა სესხის გატანა ანაბრისგან განსხვავებული ვალუტით?
შემიძლია სესხი სხვა პირის მიერ გახსნილი ანაბრის გარანტიით ავიღო?
ანაბრები
რა უპირატესობა აქვს ბანკ "რესპუბლიკაში" ანაბრის გახსნას?
შემიძლია თუ არა ანაბრის გახსნა ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში?
რა მოხდება, თუ არ გამოვცხადდი ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ?
შემიძლია თუ არა, ბანკში მოუსვლელად ჩავრიცხო თანხა საანაბრო ანგარიშზე?
რას ნიშნავს ანაბრის ვადის გაგრძელება?
რა მოხდება, თუ თანხა ანაბრის დათქმულ ვადაზე ადრე დამჭირდა?
ვადიანი ანაბარი
შეუძლია თუ არა ჩემი ანაბრის განკარგვა ჩემი ოჯახის წევრს?
შემიძლია ანაბარი გავხსნა ორ მფლობელზე? როგორ განვკარგავთ ანაბარს ამ შემთხვევაში?
პრივილეგირებული ანაბარი
რაში მდგომარეობს ანაბრის პრივილეგია?
არის თუ არა შეზღუდული შენატანების პერიოდულობა?
ზრდადი ანაბარი
რა მოხდება, თუ ერთი თვის მანძილზე ვერ მოვახერხე ანაბარზე თანხის შეტანა?
არის თუ არა შეზღუდული შენატანების ოდენობა?
შესაძლებელია თუ არა ანაბარზე თანხის დამატება სხვა პირის მიერ?
საბავშვო ანაბარი
შესაძლებელია თუ არა სხვისი შვილის სახელზე ანაბრის გახსნა?
შემიძლია თუ არა სხვისი ბავშვის ანაბარზე შევიტანო თანხა?
მოქნილი ანაბარი
რატომ ეწოდება ანაბარს მოქნილი?
გადარიცხვები
რამდენი საბანკო დღე სჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე თანხის გადარიცხვას?
რამდენი საბანკო დღე სჭირდება საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვას?
ფულადი გზავნილების რომელი სისტემაა ყველაზე სწრაფი საზღვარგარეთ თანხის გადასაგზავნად?
დისტანციური პროდუქტები
მსურს გავხდე დისტანციური პროდუქტების მომხმარებელი. როგორ მოვიქცე?
განსხვავებული ტარიფები მოქმედებს დისტანციური საბანკო მომსახურების პროდუქტებით ოპერაციების ჩატარებისას?
რომელი საბანკო ოპერაციების განხორციელებაა შესაძლებელი ბანკომატის მეშვეობით?
„მეგობარ“ ანაბართან დაკავშირებული შეკითხვები:
სარგებელი ანაბრის მხოლოდ უცვლელ თანხაზე მერიცხება?
სარგებელი დაგერიცხებათ არა მხოლოდ ანაბრის თანხის თვის განმავლობაში უცვლელ ნაწილზე, არამედ ცვალებადზეც, ანუ იმ თანხაზე, რომელსაც თვის განმავლობაში გაიტანთ ან შემოიტანთ ანაბარზე:
თვის განმავლობაში უცვლელ თანხაზე – წლიური 8.50%-მდე;
თვის განმავლობაში ანაბარზე შეტანილ ან ანაბრიდან გატანილ თანხაზე – წლიური 2.00%.
სარგებლის დარიცხვა მოხდება ყოველთვიურად.
ანაბრის გახსნისას ბარათს ავტომატურად დამიმზადებთ?
ანაბრის გახსნისას თქვენ თავად ირჩევთ, გსურთ თუ არა ბარათის დამზადება.
რა ღირს ანაბრის გახსნა?
ანაბრის გახსნა უფასოა.
ანაბარზე თანხის შეტანა/ გამოტანა მხოლოდმე შემიძლია?
ანაბარზე თანხის შეტანა შეგიძლიათ როგორც თქვენ, ისე ნებისმიერ სხვა პიროვნებას.
ანაბრიდან თანხის გატანა შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ.
თქვენი სურვილის შემთხვევაში ანაბრიდან თანხის გატანა შეეძლება თქვენ მიერ არჩეულ სამ ადამიანს. რომლებსაც თქვენი სურვილისამებრ დავუმზადებთ დამატებით ბარათს.
რა ვალუტით შემიძლია გავხსნა „მეგობარი“ ანაბარი?
ანაბარი შეგიძლიათ გახსნათ შემდეგი ვალუტით: ლარი, აშშ დოლარი ან ევრო.
მინიმუმ რა თანხა უნდა შევიტანო ანაბარზე მისი გახსნისას?
100 ერთეული ანაბრის ვალუტით.
რა სახისაა „მეგობარი“ ანაბრის ბარათი?
VISA ELECTRON-ი თანხის განაღდების მაღალი დღიური ლიმიტებით:
o ნებისმიერი ბანკომატიდან მსოფლიოს მასშტაბით: 5,000 ლარამდე (ან ეკვივალენტი სხვა ვალუტით);
o ჩვენი ბანკის ფილიალებიდან: შეუზღუდავი;
o სხვა ბანკების ფილიალებიდან მსოფლიოს მასშტაბით: 10,000 ლარი (ან ეკვივალენტი სხვა ვალუტით).
რა ოპერაციები შემიძლია ჩავატარო „მეგობარი“ ანაბრის ბარათით?
მხოლოდ თანხის გამოტანა ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ან ფილიალიდან მსოფლიოს მასშტაბით.
თქვენი ანაბრის უსაფრთხოების დაცვისათვის ბარათით ანგარიშსწორება ინტერნეტში ან სავაჭრო ობიექტებში არ არის დაშვებული.
ანაბრიდან თანხის გატანა ნებისმიერ დროს შემიძლია?
დიახ, ანაბრიდან თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ან ფილიალიდან.
მაქსიმუმ რა ოდენობის თანხის გატანა შემიძლია ანაბრიდან?
ანაბრიდან შეგიძლიათ გაიტანოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ოდენობის თანხა ანაბარზე არსებული თანხის ფარგლებში.
რა ვადით შეიძლება გავხსნა „მეგობარი“ ანაბარი?
ანაბრის ვადა შეუზღუდავია.
უცხოეთიდანაც შემიძლია ანაბრის გამოტანა?
დიახ, ბარათის საშუალებით თანხას გამოიტანთ მსოფლოს ნებისმიერი ბანკომატიდან ან ბანკიდან.
რა ღირს „მეგობარი“ ანაბრის გახსნა?
ანაბრის გახსნა უფასოა.
Dream Card – თან დაკავშირებული შეკითხვები
რა არის Dream Card– ი?
Dream Card – ი არის საკრედიტო ბარათი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, 2 წლის განმავლობაში მრავალჯერ მიიღოთ თანხა 5,000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე და გამოიყენოთ ეს თანხა 55 დღე 0%–ად
ან
დაფაროთ ნელ–ნელა საქართველოში ყველაზე დაბალი ყოველთვიური შენატანებით!
როგორ გამოვიყენო თანხა 55 დღე 0%–ად?
ამისათვის საკმარისია ყოველი თვის 1–დან 25 რიცხვის ჩათვლით, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დღეს, მთლიანად დაფაროთ წინა თვეში Dream Card – ით დახარჯული თანხა.
მაგალითად:
თუ თქვენ მაისის განმავლობაში დახარჯავთ 1,000 ლარს და შემდგომ 25 ივნისამდე მთლიანად შემოიტანთ ამ თანხას, მაშინ პროცენტი საერთოდ არ დაგერიცხებათ!
ამის შემდეგ თქვენ კვლავ შეგეძლებათ გამოიყენოთ Dream Card – ზე განთავსებული თანხა, დაფაროთ მომავალი თვის 25 რიცხვის ჩათვლით და კვლავ არ გადაიხადოთ პროცენტი.
როგორ მოვიქცე, თუ მსურს თანხის დაფარვა ნელ–ნელა, დაბალი ყოველთვიური შენატანებით?
ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველვიური შენატანის მინიმალური სიდიდე, დახარჯული თანხის 75, 50, 25, ან 10% და დაფაროთ დახარჯული თანხა ყოველთვიური შენატანებით. არჩეული ყოველთვიური შენატანი მოქმედებს 2 წლის განმავლობაში.
მაგალითად:
თუ თქვენ აირჩევთ ყოველთვიურად 10%–ის დაფარვას და მაისის განმავლობაში დახარჯავთ 1,000 ლარს მაშინ 25 ივნისამდე თქვენ უნდა დაფაროთ 1,000 ლარის 10%, ანუ 100 ლარი. ამ შემთხვევაში ივნისის ბოლოს დაგერიცხებათ პროცენტი, რომელსაც გადაიხდით 25 ივლისამდე თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დღეს ყოველთვიურ შენატანთან ერთად.
როდის უნდა მოხდეს ყოველთვიური შენატანის განხორციელება?
ყოველთვიური შენატანის განხორციელება უნდა მოხდეს ყოველი თვის 25 რიცხვამდე, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ სამუშაო დღეს.
მინიმალური შენატანის განხორციელების შემდეგ, მაქვს უფლება გავიტანო იმავე მოცულობის თანხა Dream Card – იდან?
დიახ, მინიმალური შენატანის განხორციელების შემთხვევაში, იმავე დღეს შეგიძლიათ გაიტანოთ იგივე მოცულობის თანხა.
როგორ შემიძლია გადასახდელი თანხის დაფარვა?
ჩვენს ნებისმიერ ფილიალში მოსვლით;
ბანკომატის საშუალებით სხვა ბარათიდან Dream Card – ზე თანხის ჩარიცხვით
ინტერნეტბანკით;
სხვა ბანკიდან თანხის ჩარიცხვით.
რა უპირატესობა აქვს Dream Card – ს სხვა ბარათებთან შედარებით?
თანხის უპროცენტოდ გამოყენების შესაძლებლობა 55 დღის განმავლობაში;
ლიმიტი 10,000 ლარaმდე.
რამდენი სახის Dream Card – ი არსებობს?
Dream Card – ი არის ორი სახის: წითელი და შავი
თუ დახარჯულ თანხას დავფარავ ნელ –ნელა, რამდენი პროცენტი დამერიცხება?
ბანკომატიდან გამოტანილ თანხაზე – 38.00% სავაჭრო წერტილში
სავაჭრო ობიექტში შეძენაზე – 30.00%
რა ტიპის ბარათია Dream Card–ი?
Dream Card –ი არის VISA Classic ტიპის ბარათი.
რა ვადით გაიცემა Dream Card –ი?
Dream Card –ი გაიცემა 4 წლის ვადით.
საკრედიტო ლიმიტის ვადა – 1 (ერთი) წელი.
როგორ შემიძლია მივიღო ინფორმაცია მიმდინარე დავალიანების შესახებ?
-
-
ინტერნეტბანკით, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ როდესაც Dream Card – ს გადმოგცემენ.
-
sms - ის საშუალებით, რომელსაც ყოველი თვის დასაწყისში მიიღებთ თქვენს მობილურზე.
-
(8 32) 292 55 55 –ზე ან *90 90 – ზე დარეკვით, სატელეფონო პაროლის მეშვეობით რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ როდესაც Dream Card – ს გადმოგცემენ.
რა საბუთებია საჭირო
Dream Card –ის მისაღებად?
Dream Card –ის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები:
· საქართველოს მოქალაქეები: მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
· სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის: ბინადრობის მოწმობა.
- სარეკომენდაციო წერილი ორგანიზაციის ტიტულიან ბლანკზე, რომელიც დადასტურებულია დამსაქმებლის უფლება მოსილი წარმომადგენლის ხელომწერითა და ბეჭედით;
– შრომითი ხელშეკრულება.
რა მინიმალური ხელფასია საჭირო
Dream Card – ის მისაღებად?
საკმარისია შემოსავალი თვეში 200 ლარის ოდენობით.
Dream Card -ის გაცემა ყველა ფილიალში და სერვისცენტრში ხდება?
Dream Card -ის გაცემა ხდება ბანკ „რესპუბლიკის“ შემდეგ ფილიალებში
რომელი ვალუტით შემიძლია მივიღო Dream Card–ი?
ლარით
რა ვალუტით შეიძლება თანხის განაღდება?
თანხის განაღდება შესაძლებელია ნებისმიერი ვალუტით რომელსაც გასცემს ბანკომატი.
რა ვქნა თუ Dream Card–ი დამეკარგა?
Dream Card –ის დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ დარეკეთ ბანკის ცხელ ხაზზე (8 22) 90 90 90 ან მიმართეთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან სერვისცენტრს. თქვენი ბარათი დაიბლოკება და ვერავინ შეძლებს მის არასანქცირებულ გამოყენებას.
რა ვქნა თუ პინკოდი დამავიწყდა?
პინ კოდის დავიწყების შემთხვევაში მიმართეთ ბანკის ფილიალს ან სერვისცენტრს ბარათის შეცვლის თაობაზე.
რა ვქნა თუ Dream Card–ი ბანკომატმა ჩამიყლაპა?
Dream Card –ის ჩაყლაპვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
ვებსაიტთან დაკავშირებული შეკითხვები
როგორ შემიძლია ეკრანის რეზოლუციის დაყენება ისე, რომ მთლიანად ვხედავდე ვებგვერდს?
ვებგვერდი გათვლილია 1024*768 რეზოლუციის ფერად ეკრანზე.
როგორ შეიძლება ვნახო საიტზე განთავსებული ინფორმაციის ერთიანი ჩამონათვალი?
საიტის რუკა მოიცავს ვებგვერდის ყველა პუნქტის ბმულს. ამ ბმულებით თქვენ შეგეძლებათ სწრაფად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.
რატომ არ შემიძლია ვებგვერდზე ანიმაციის დანახვა?
თუ თქვენ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა („plug-in“) არ გავქთ, ვებგვერდი ანიმაციას ვერ გახსნის.
plug-in ან plug-in extension არის პროგრამა, რომელიც თქვენს ინტერნეტბროუზერს მულტიმედიის ფორმატის ფაილების ჩვენების საშუალებას მისცემს.
ანიმაციების სანახავად თქვენ დაგჭირდებათ Flash 9.0 ან უფრო ახალი ვერსიის პროგრამული უზრუნველყოფა („plug-in“).
რატომ ვერ ვხსნი ვებგვერდზე მიბმულ დოკუმენტებს?
იმისათვის, რომ იხილოთ PDF ფორმატის ფაილები, თქვენ დაგჭირდებათ Adobe Reader 5 ან უფრო ახალი ვერსია.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
ძირითადი კითხვები
ბანკ "რესპუბლიკის" რომელი სერვისცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში?
24 საათის განმავლობაში მუშაობს:
ჭავჭავაძის სერვისცენტრი
მის.: ჭავჭავაძის გამზ.13
ტელ.: (832) 292 55 55
აეროპორტის სერვისცენტრი
მის.: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ტელ.: (832) 243 31 81
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
რა საბანკო რეკვიზიტები აქვს ბანკ "რესბუბლიკას"?
ს.ს. ბანკი "რესპუბლიკა"
მის.: გრ.აბაშიძის ქ.2
ტელ.: (832) 290 90 90
ფაქსი: (832) 292 55 44
საიდენტიფიკაციო კოდი: 204856263
არის თუ არა ბანკ "რესპუბლიკაში” შაბათი სამუშაო დღე?
ბანკი "რესპუბლიკა" შაბათ დღეს მუშაობს 9:30სთ–იდან 14:00 სთ–მდე.
რომელ საათებში მუშაობს ბანკ "რესპუბლიკის" ფილიალები და სერვისცენტრები და რა დროს არის შესვენება?
ბანკ "რესპუბლიკის" ფილიალები და სერვისცენტრები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღე 9.30სთ–იდან საღამოს 17.30სთ–მდე შესვენების გარეშე, შაბათს 9.30სთ–იდან 14.00სთ–მდე, ხოლო სალარო მუშაობს შაბათ–კვირას 9.30სთ–იდან 17.00სთ–მდე, 24 საათიანი სერვისცენტრი მუშაობს ყოველდღე:
ჭავჭავაძის სერვისცენტრი
მის.: ჭავჭავაძის გამზ.13
ტელ.: (832) 292 55 55
აეროპორტის სერვისცენტრი
მის.: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ტელ.: (832) 243 31 81
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
რა სახის ინფორმაცია შემიძლია მივიღო სატელეფონო ცენტრის მეშვეობით?
სატელეფონო ცენტრის მეშვეობით შეგიძლიათ:
- მიიღოთ ინფორმაცია საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
- მიიღოთ ბანკის საკონტაქტო ინფორმაცია;
- საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოთ ან მოხსნათ ბლოკი თქვენს საბანკო ბარათს;
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე არსებული ნაშთის და/ან ბრუნვის შესახებ;
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე არსებული ნაშთის და/ან ბრუნვის შესახებ ელფოსტის მეშვეობით;
- მიიღოთ ინფორმაცია ანგარიშის ნომრის შესახებ.
ინფორმაციის მიღება ხდება კოდური სიტყვის საშუალებით, რომელიც გაიცემა ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნისას.
რომელ საათებში მუშაობს სატეფონო ცენტრი?
სატელეფონო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
სად შემიძლია ვნახო ბანკ "რესპუბლიკის" მიერ გამოცხადებული უახლესი ვაკანსიები?
ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის მენიუში "კარიერა".
ასევე ვებგვერდებზე: www.hr.com.ge www.jobs.ge
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
მიმდინარე ანგარიში
რა ღირს ანგარიშის გახსნა?
მიმდინარე ანგარიშის გახსნა ბანკ "რესპუბლიკაში" უფასოა.
რა ვალუტით შემიძლია გავხსნა მიმდინარე ანგარიში?
მიმდინარე ანგარიშის გახსნა შეგიძლიათ ლარით, დოლარით, ევროთი და გირვანქა სტერლინგით.
როგორ შემიძლია შევამოწმო ნაშთი და ოპერაციები ჩემს მიმდინარე ანგარიშზე ბანკში მოუსვლელად?
ნაშთის და ოპერაციების შემოწმება თქვენს მიმდინარე ანგარიშზე შეგიძლიათ საბანკო პროგრამების: ინტერნეტბანკის და ტელეფონბანკის მეშვეობით, ასევე სატელეფონო ცენტრში დარეკვით – ამ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა ხდება კოდური სიტყვის საშუალებით.
შეიძლება თუ არა, მქონდეს ერთდროულად რამდენიმე მიმდინარე ანგარიში?
თქვენ შეგიძლიათ გახსნათ რამდენიმე მიმდინარე ანგარიში როგორც სხვადასხვა, ისე ერთი და იმავე ვალუტით.
ანგარიში მაქვს გახსნილი ერთ–ერთ ფილიალში. შესაძლებელია თუ არა მასზე ოპერაციების განხორციელება სხვა ფილიალიდან?
თქვენს ანგარიშზე ოპერაციების განხორციელებისას არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფილიალში გაქვთ ანგარიში გახსნილი, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას მდებარე ნებისმიერ ფილიალს.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
საბანკო ბარათები
რა შემიძლია გავაკეთო საბანკო ბარათით?
შეიძინოთ საქონელი ან მომსახურება როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე ინტერნეტის მეშვეობით (ინტერნეტშესყიდვები ხორციელდება ყველა საბანკო ბარათით Visa Electron ბარათის გარდა), გამოიტანოთ თანხა ბანკომატებიდან, აწარმოოთ ონლაინგადახდები, მაგ.: გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები.
რა უპირატესობა აქვს Visa Classic ბარათს Visa Electron ბარათთან შედარებით?
Visa Classic-ი არის შედარებით პრესტიჟული ბარათი. თანხის გამოყენების ლიმიტი Visa Classic-ის შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე Visa Electron-ის შემთხვევაში. Visa Classic-ის მეშვეობით შესაძლებელია ასევე ინტერნეტში საქონლის შეძენა.
შემიძლია შევამოწმო ჩემს საბარათო ანგარიშზე არსებული ნაშთი და ოპერაციები ბანკში მოუსვლელად?
რა თქმა უნდა შეგიძლიათ! საბარათო ანგარიშის ნაშთის და ოპერაციების შემოწმება შეგიძლიათ საბანკო პროგრამების: ინტერნეტბანკის, ტელეფონბანკის, ბანკომატის მეშვეობით, ასევე სატელეფონო ცენტრში დარეკვით – ამ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა ხდება კოდური სიტყვის საშუალებით.
შესაძლებელია საბარათო ანგარიშიდან თანხა გადავრიცხო მიმდინარე ან სხვა ანგარიშზე ან პირიქით?
საბარათო ანგარიშზე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა არა მარტო მიმდინარე ანგარიშიდან, არამედ ნებისმიერი სხვა ანგარიშიდანაც და მსოფლიოს ნებისმიერი ბანკიდან. საბარათო ანგარიშიდან კი თანხის გადარიცხვა სხვა საბარათო ანგარიშზე (ბანკ "რესპუბლიკის", "საქართველოს ბანკის", "კორსტანდარტ ბანკის", "ბითიეი ბანკის" ) მხოლოდ ბანკომატის მეშვეობით შეიძლება.
სად შემიძლია საბარათო ანგარიშის ამონაწერის მიღება?
ანგარიშის ამონაწერის მიღება შესაძლებელია ბანკომატით (ბანკომატით შესაძლებელია უკანასკნელი ერთი თვის ამონაწერის მიღება ავტორიზებული ტრანზაქციების შესახებ), ინტერნეტბანკით და ფილიალში მოსვლით.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
შესაძლებელია საბანკო ბარათით ვიყიდო საქონელი ინტერნეტში?
ინტერნეტში საქონლის ყიდვა შესაძლებელია: Visa Classic, Visa Business, Visa Gold და Visa Platinum საბანკო ბარათებით.
რა არის CVV2?
CVV2 არის დამატებითი კოდი (სამნიშნა რიცხვი), რომელიც განთავსებულია საბანკო ბარათის უკანა მხარეს ხელმოსაწერ ზოლთან. იგი გამოიყენება ინტერნეტში შესყიდვის დროს.
რა განსხვავებაა PIN კოდსა და CVV კოდს შორის?
PIN კოდი– Personal Identification Number (პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი) არის ოთხნიშნა რიცხვი, რომელიც გამოიყენება ბანკომატით სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებისას და პოსტერმინალით ანგარიშსწორების დროს.
CVV კოდი– Card Verification Value (ბარათის ვერიფიკაციის მნიშვნელობა) იგი სამი ციფრისგან შედგება და განთავსებულია ბარათის უკანა მხარეს ხელმოწერის ზოლზე.
იგი გამოიყენება ინტერნეტში ანგარიშსწორებისას. CVV კოდი შემუშავებულ იქნა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მიერ, რათა შემცირებულ იქნეს თაღლითური ოპერაციების რაოდენობა ინტერნეტში ბარათით ანგარიშსწორებისას.
შესაძლებელია ბანკ "რესპუბლიკის" ბარათის PIN კოდის შეცვლა?
ბარათის პინკოდის შეცვლა შესაძლებელია ბანკ "რესპუბლიკის" ბანკომატების მეშვეობით. ამისათვის აუცილებელია ბანკომატში აირჩიოთ შესაბამისი მენიუ – "PIN კოდის შეცვლა".
თანხის გამოტანის გარდა, კიდევ რა ოპერაციების შესრულება შემიძლია ბანკომატის საშუალებით?
თანხის განაღდების გარდა, ბანკომატის საშუალებით შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები, შეავსოთ მობილურის ბალანსი, გადარიცხოთ თანხა ბანკ "რესპუბლიკის", "საქართველოს ბანკის", "სტანდარტ ბანკის", "სილქ როუდ ბანკის" საბარათო ანგარიშებზე და შეიძინოთ საქონელი/მომსახურება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
როგორ უნდა მოვიქცე საბანკო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?
საბანკო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაგვიკავშირდით (822) 90 90 90. ბარათის მოქმედების შესაჩერებლად (დასაბლოკად) , რათა სხვამ არ ისარგებლოს თქვენი ბარათით.
როგორ უნდა მოვიქცე ბარათის PIN კოდის დავიწყების შემთხვევაში?
ბარათის PIN კოდი ცნობილია მხოლოდ თქვენთვის და მისი აღდგენა შეუძლებელია. ასე რომ, PIN კოდის დავიწყების შემთხვევაში მიმართეთ ბანკის ფილიალს ან სერვისცენტრს ახალი ბარათის დასამზადებლად.
როგორ მოვიქცე ბარათის დაზიანების შემთხვევაში?
ბარათის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ ბანკის ფილიალს ან სერვისცენტრს ახალი ბარათის დასამზადებლად.
როგორ ავიცილო თავიდან ბარათის დაზიანება?
ნუ შეინახავთ საბანკო ბარათს ისეთ ადგილას, სადაც აღინიშნება მაგნიტური ტალღების ზემოქმედება – ტელევიზორთან, რადიოსთან, მობილურ ტელეფონებთან და მაგნიტური ტალღების სხვა წყაროებთან. ნუ შეეცდებით ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან ბარათში ჩამონტაჟებულ მიკროსქემაზე ფიზიკურ ან ელექტრომაგნიტურ ზემოქმედებას, რაც მწყობრიდან გამოიყვანს საბანკო ბარათს. ასევე შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ბარათის ფიზიკური დეფორმაცია.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
სესხები
მაქვს სესხი სხვა ბანკში, ეს შეფერხება ხომ არ იქნება ბანკ "რესპუბლიკაში" სესხის ასაღებად?
სესხი სხვა ბანკში არ წარმოადგენს დაბრკოლებას ბანკ "რესპუბლიკაში" სესხის მისაღებად.
სესხი აღებული მაქვს ერთ-ერთ ფილიალში, შემიძლია თუ არა მისი დაფარვა სხვა ფილიალში?
სესხის დასაფარავად შეგიძლიათ მიმართოთ ბანკ "რესპუბლიკის" ნებისმიერ ფილიალს ან სერვისცენტრს.
როგორ შემიძლია დავფარო სესხი ბანკში მოუსვლელად?
სესხის დაფარვა შეგიძლიათ ნებისმიერ ფილიალში და ასევე ინტერნეტის მეშვეობითაც – პროგრამა ინტერნეტბანკის გამოყენებით.
რა უნდა ვქნა, თუ ჩემი შემოსავალი არ მყოფნის სესხის ასაღებად?
თუ შემოსავალი არ გყოფნით სესხის ასაღებად, შეგიძლიათ გააერთიანოთ თქვენი და სხვა პიროვნების შემოსავლები და სესხი ერთად აიღოთ.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
იპოთეკური სესხი "ჩემი კუთხე"
აუცილებელია თუ არა იპოთეკური სესხის უზრუნველყოფა იმ უძრავი ქონებით, რომლის შეძენასაც ვაპირებ?
არ არის აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოფად წარმოადგინოთ მესამე პირის უძრავი ქონებაც კი.
როგორ მოვიქცე, თუ ჩემი შემოსავალი არ მყოფნის იპოთეკური სესხის ასაღებად?
თუ თქვენი შემოსავალი არ გყოფნით იპოთეკური სესხის მისაღებად, მაშინ დამატებით თანამსესხებლად შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი ოჯახის 1 ან 2 წევრი, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯამური შემოსავალი.
ავტოსესხი "ფორმულა 1"
აუცილებელია თუ არა გირაოში იმ ავტომანქანის ჩადება, რომლის შეძენაც მსურს?
არ არის აუცილებელი. უზრუნველყოფად შესაძლებელია ჩაიდოს ნებისმიერი მესამე პირის კუთვნილი ავტომობილი.
აქვს თუ არა ბანკ "რესპუბლიკას" პარტნიორი ავტოსალონები და რა შეღავათებია მათთან?
ბანკ "რესპუბლიკის" პარნიორი ავტოსალონების სია და მათთან არსებული შეღავათები მოცემულია ბანკის ვებგვერდზე.
სესხი "კომფორტი"
რამდენად კომფორტულია სესხი "კომფორტი"?
სესხი "კომფორტი" გთავაზობთ დაფინანსების მოქნილ და კომფორტულ პირობებს. ჩვენ გავზარდეთ სესხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა 100,000 ლარამდე, ვადა კი – 7 წლამდე.
რა მიზნისთვის შემიძლია ავიღო სესხი "კომფორტი"?
სესხის აღება ნებისმიერი მიზნისთვის შეგიძლიათ.
როგორ მოვიქცე, თუ ჩემი შემოსავალი არ მყოფნის სესხის ასაღებად?
თუ თქვენი შემოსავალი არ არის საკმარისი სესხის ასაღებად, თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ თქვენი და სხვა პიროვნების შემოსავლები და სესხი ერთად აიღოთ.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
საანაბრო სესხი
რა ვადაში მტკიცდება საანაბრო სესხი?
საანაბრო სესხი მტკიცდება 1 დღეში.
შეიძლება თუ არა სესხის გატანა ანაბრისგან განსხვავებული ვალუტით?
სესხის გატანა შესაძლებელია როგორც ანაბრის ვალუტით, ისე დოლარითა და ევროთი.
შემიძლია სესხი სხვა პირის მიერ გახსნილი ანაბრის გარანტიით ავიღო?
რა თქმა უნდა შესაძლებელია.
ანაბრები
რა უპირატესობა აქვს ბანკ "რესპუბლიკაში" ანაბრის გახსნას?
ბანკ "რესპუბლიკაში" ანაბრის გახსნით თქვენ თანხას ანდობთ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ფინანსურ ჯგუფს – "სოსიეტე ჟენერალს", რაც თქვენი თანხის უსაფრთხოების მყარი გარანტიაა.
შემიძლია თუ არა ანაბრის გახსნა ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში?
ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში.
რა მოხდება, თუ არ გამოვცხადდი ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ?
თუ ანაბრის გახსნისას თქვენ აირჩევთ ვადის გაგრძელების პირობას, მაშინ ვადის გასვლის შემდეგ ის ავტომატურად გაგრძელდება ანაბრის ვადით.
შემიძლია თუ არა ბანკში მოუსვლელად ჩავრიცხო თანხა საანაბრო ანგარიშზე?
საანაბრო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა შესაძლებელია ინტერნეტბანკის მეშვეობით.
რას ნიშნავს ანაბრის ვადის გაგრძელება?
ანაბრის ვადის გაგრძელება ნიშნავს ანაბრის ვადით მის ავტომატურ გაგრძელებას ვადის ამოწურვისას.
რა მოხდება, თუ თანხა ანაბრის დათქმულ ვადაზე ადრე დამჭირდა?
თქვენ მოგიწევთ საანაბრო ხელშეკრულების დარღევევა, ამ შემთხვევაში თქვენს ანაბარს დაერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემცირებული სარგებელი და თანხის გაცემა მოხდება მაქს. 7 სამუშაო დღეში.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
ვადიანი ანაბარი
შეუძლია თუ არა ჩემი ანაბრის განკარგვა ჩემი ოჯახის წევრს?
ანაბრის განკარგვა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ მას აქვს თქვენ მიერ ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა.
შემიძლია ანაბარი გავხსნა ორ მფლობელზე? როგორ განვკარგავთ ანაბარს ამ შემთხვევაში?
ანაბრის გახსნა შესაძლებელია 2 მფლობელზე, ხოლო განკარგვა შეგიძლიათ როგორც ერთობლივად, ისე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
პრივილეგირებული ანაბარი
რაში მდგომარეობს ანაბრის პრივილეგია?
ანაბრის პრივილეგია არის ის, რომ თქვენს ანაბარს ერიცხება ყველაზე მაღალი სარგებელი (როგორც ვადიანი ანაბრის შემთხვევაში), მაგრამ ამავდროულად თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მას დაამატოთ თანხა.
არის თუ არა შეზღუდული შენატანების პერიოდულობა?
თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ თანხა როდესაც გნებავთ.
ზრდადი ანაბარი
რა მოხდება, თუ ერთი თვის მანძილზე ვერ მოვახერხე ანაბარზე თანხის შეტანა?
ანაბრის ვადის განმავლობაში ყოველთვიური მინიმალური შენატანი შეგიძლიათ გამოტოვოთ მაქსიმუმ ორჯერ. მესამე შენატანის გამოტოვების შემთხვევაში, ბანკი გააუქმებს საანაბრო ხელშეკრულებას და ანაბარს დაერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემცირებული სარგებელი.
არის თუ არა შეზღუდული შენატანების ოდენობა?
შენატანების ოდენობა შეუზღუდავია.
შესაძლებელია თუ არა ანაბარზე თანხის დამატება სხვა პირის მიერ?
ანაბარზე თანხის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
საბავშვო ანაბარი
შესაძლებელია თუ არა სხვისი შვილის სახელზე ანაბრის გახსნა?
ანაბრის გახსნა შეუძლია მხოლოდ ბავშვის მშობლებს ან ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს. მესამე პირს შეუძლია შეიძინოს საბავშვო ანაბრის სასაჩუქრე ბარათი.
შემიძლია თუ არა სხვისი ბავშვის ანაბარზე შევიტანო თანხა?
თქვენ თანხის შეტანა შეგიძლიათ ნებისმიერი კერძო პირის ანაბრზე, მათ შორის სხვისი ბავშვის ანაბრზეც.
მოქნილი ანაბარი
რატომ ეწოდება ანაბარს მოქნილი?
მოქნილი ანაბარი საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს გაიტანოთ და შემდგომ დააბრუნოთ თანხის 30% საანაბრო ხელშეკრულების გაუქმებისა და სარგებლის დაკარგვის გარეშე.
გადარიცხვები
რამდენი საბანკო დღე სჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე თანხის გადარიცხვას?
საქართველოში საბანკო გადარიცხვები სრულდება 2 საბანკო დღეში.
რამდენი საბანკო დღე სჭირდება საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვას?
საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვას სჭირდება საშუალოდ 3 საბანკო დღე.
ფულადი გზავნილების რომელი სისტემაა ყველაზე სწრაფი საზღვარგარეთ თანხის გადასაგზავნად?
ჩვენ გთავაზობთ ფულადი გზავნილების უსწრაფეს სისტემას "ვესტერნ იუნიონს". თანხის გასაგზავნად/მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ ფილიალს.
დისტანციური პროდუქტები
მსურს გავხდე დისტანციური პროდუქტების მომხმარებელი. როგორ მოვიქცე?
ბანკი-კლიენტი
მობრძანდით ბანკ "რესპუბლიკის" ნებისმიერ ფილიალში და გააფორმეთ ხელშეკრულება "ბანკი-კლიენტით" სარგებლობაზე. შემდეგ ბანკის თანამშრომელი მოვა თქვენთან ოფისში და დაგიყენებთ პროგრამას.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება
ინტერნეტბანკი
მობრძანდით ბანკ "რესპუბლიკის" ნებისმიერ ფილიალში და გააფორმეთ ხელშეკრულება ინტერნეტბანკით სარგებლობის შესახებ. თქვენ გადმოგეცემათ მომხმარებლის სახელი, პაროლი და TAN კოდები (ოპერაციების ჩასატარებლად).
ტელეფონბანკი
მობრძანდით ბანკ "რესპუბლიკის" ნებისმიერ ფილიალში და აიღეთ ტელეფონბანკის პაროლი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სისტემის გამოყენებას.
ონლაინგადახდები
ონლაინგადახდით სარგებლობისთვის საჭიროა გქონდეთ ბანკ "რესპუბლიკის" საბანკო ბარათი.
დისტანციური საბანკო მომსახურების პროდუქტებით ოპერაციების ჩატარებისას განსხვავებული ტარიფები მოქმედებს?
არა, ოპერაციების ჩატარება დისტანციური საბანკო მომსახურების პროდუქტებიდან ხორციელდება სტანდარტული ტარიფებით.
რომელი საბანკო ოპერაციების განხორციელებაა შესაძლებელი ბანკომატის მეშვეობით?
|
ლარი
|
აშშ დოლარი
|
ევრო
|
|
ყველა ბანკომატის მეშვეობით
|
ყველა ბანკომატის მეშვეობით გარდა შემდეგი ბანკომატებისა:
გრ.აბაშიძის ქ.2
ცენტრალური ფილიალი
ჭავჭავაძის გამზ.13
ჭავჭავაძის ფილიალი
პუშკინის ქ.9
მაღაზია
ქ. ქუთაისი
თამარ მეფის 3
„ალდაგი – ბი სი აი“ |
შემდეგი ბანკომატების მეშვეობით:
გრ.აბაშიძის ქ.2
ცენტრალური ფილიალი
ჭავჭავაძის გამზ.13
ჭავჭავაძის ფილიალი
პუშკინის ქ.9
მაღაზია
ქ. ქუთაისი
თამარ მეფის 3
„ალდაგი – ბი სი აი“
|
-
შეამოწმოთ ნაშთი თქვენს საბანკო ბარათზე;
-
ამობეჭდოთ ქვითარი ხელმისაწვდომი ნაშთით;
-
შეავსოთ მობილურის ბალანსი (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი);
-
გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები (თელასი, თბილისის წყალი, ყაზტრანსგაზ თბილისი, დასუფთავების სამსახური);
-
გადაიხადოთ სხვა საკომუნიკაციო გადასახადები (საქართველოს ტელეკომი, გლობალ ერთი, აიეტი, ჯეონეთი) და საპატრულო ჯარიმა.
გვერდის დასაწყისში დაბრუნება