სიახლეები
თანამშრომელთა შერჩევა

 

ჩვენს ბანკში ადამიანური რესურსების მართვის მთავარი ამოცანაა გამოცდილების გამდიდრება, პროფესიონალური და კულტურული ინტეგრაციის მხარდაჭერა, უნარების და შესაძლებლობების გაფართოება ტრენინგების საშუალებით. ჩვენ თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტულ სახელფასო და წამახალისებელ პაკეტს.

 

ბანკი "რესპუბლიკა" - ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ნიჭიერი ადამიანების მუდმივ ძიებაშია. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მზად ხართ კარიერისთვის, რომელსაც ჩვენი ბანკი გთავაზობთ, მოგვმართეთ ახლა. ჩვენ ვეცდებით თქვენი საუკეთესო მხარეების წამოწევას და განვითარებას.

 

გარწმუნებთ, ადამიანური რესურსების შერჩევა ჩვენს ბანკში  გამჭვირვალე პროცესია, ვაკანსიები ყოველთვის ღიად არის გამოცხადებული და შეფასების კრიტერიუმები მკაცრად განსაზღვრული. ეს პროცესი  ობიექტურია და ყველა აპლიკანტი ერთსა და იმავე პროცედურას გაივლის.

 

როგორ მივმართოთ ბანკ "რესპუბლიკას" სამუშაოს დაწყებისათვის?

 

აპლიკაცია

გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ თქვენს CV–ისთან ერთად. ასევე შეგიძლიათ ამობეჭდოთ სააპლიკაციო ფორმა და მოგვიტანოთ სათავო ოფისში შემდეგ მისამართზე: გრიგოლ აბაშიძის 2. სააპლიკაციო ფორმა განიხილება ერთი წლის მანძილზე ყველა შესატყვის ვაკანსიაზე.

 

ტესტირება

თუ თქვენი აპლიკაცია იქნება საინტერესო რომელიმე არსებული ვაკანსიისთვის, დაგიკავშირდებით ტესტირებისთვის. ყველა აპლიკანტი წერს ერთსაათიან ვერბალურ და ერთსაათიან მათემატიკურ ტესტს. თუ რომელიმე კონკრეტული ვაკანსიისთვის საჭირო გახდება, შესაძლებელია დამატებით გაიაროთ პროფესიული ტესტირება.

 

ინტერვიუ

ტესტირებაში მაღალი ქულების მიღების შემთხვევაში გაივლით ჯგუფურ და/ან ინდივიდუალურ ინტერვიუს.

 

შედეგები

ჩვეულებისამებრ, ჩვენ ვუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს ტესტირებიდან და/ან ინტერვიუდან 2 კვირის განმავლობაში. შერჩევის ყველა საფეხურის წარმატებით გავლის შემდეგ, სამუშაო პირობების შესახებ შეთანხმება მოხდება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და თქვენ მიიღებთ სამუშაოს შეთავაზების ოფიციალურ ბარათს. ყველა ახალი თანამშრომელი გაივლის გამოსაცდელ პერიოდს სამიდან ექვს თვემდე.

 

ველით თქვენს წარდგენას ჩვენი გუნდის წინაშე.

 


მიმაგრებული დოკუმენტები
სააპლიკაციო ფორმა    461 KB
English
ინტერნეტბანკი
ვალუტის კურსები
              ყიდვა  გაყიდვა
ეროვნული ბანკი
სერვისები
 

ონლაინ დახმარება
 

მოგვწერეთ თქვენი აზრი
 

სიახლეების გამოწერა
 

ონლაინ გადახდები
 

კალკულატორები