თუ გსურთ, გადარიცხოთ და მიიღოთ თანხა გაგზავნის მომენტიდან 15 წუთის განმავლობაში, ისარგებლეთ სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებით.
თანხის გადარიცხვა:
- მობრძანდით ბანკ „რესპუბლიკის“ ფილიალში (სერვისცენტრში);
- თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
- გადაიხადეთ გადასარიცხი თანხა+საკომისიო (მაგალითად: თუ გადასარიცხი თანხა შეადგენს 100 ლარს, ბანკში შეგაქვთ 103 ლარი – 3 ლარი არის საკომისიო);
- თუ გადასარიცხი თანხა აღემატება 2000 ლარს, საჭიროა თან იქონიოთ თანხის მიმღების პირადი (თუ თანხის მიმღები ქართული პასპორტის ან პირადობის მოწმობის მფლობელია) ან პასპორტის ნომერი (თუ მიმღები უცხოური პასპორტის მფლობელია);
- თქვენ გადმოგეცემათ კოდი, რომელიც თანხის მიმღებმა უნდა წარადგინოს თანხის მისაღებად.
თანხის მიღება:
- მობრძანდით ბანკ „რესპუბლიკის“ ფილიალში (სერვისცენტრში);
- თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და გადარიცხვის კოდი (რომელიც გადმოგცათ თანხის გამგზავნმა პირმა).
ფულის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი და ბათუმი.
მომსახურების ტარიფები:
|
თანხა |
საკომისიო |
|
<100 |
3.00 |
|
101–200 |
5.00 |
|
201–500 |
7.00 |
|
501-1000 |
10.00 |
|
1001-1500 |
15.00 |
|
1501-2000 |
20.00 |
|
2001-2500 |
25.00 |
|
2501-5000 |
35.00 |
|
5001–25000 |
50.00 |
გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი?
დაგვიკავშირდით ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში: (8 32) 290 90 90, მობილურიდან: * 90 90.
დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით უახლოეს ფილიალში