ბანკი “რესპუბლიკა”, როგორც ინოვაციური ბანკი, რომელიც თავის კლიენტებს ყველაზე მოთხოვნად საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს. წარმატებით განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მომსახურებას. წლის ამ პერიოდში, როცა დღესასწაულები დასრულდა და საქმიანი აქტივობა ისევ იზრდება, ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს თავიანთი საქმიანობის შემდგომი განვითარების ხელსაყრელ საშუალებას სთავაზობს. ახლა მათ შეუძლიათ კრედიტები დაბალი საპროცენტო განაკვეთით – 12%-დან მიიღონ, თანაც 12 თვემდე საშეღავათო პერიოდით.
მეწარმეებსა და მესაკუთრეებს შეუძლიათ, თავიანთი საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით, თავად აირჩიონ კრედიტის დაფარვის გრაფიკი. აქცია ძალაშია 31 მარტამდე.
იმ საქმიანი ადამიანების შემდგომი წახალისების მიზნით, რომლებიც კრედიტს აქციის ფარგლებში მიიღებენ, ბანკი ბიზნესისა და ფინანსების საკითხებისადმი მიძღვნილ ერთთვიან უფასო სემინარს უმასპინძლებს. სემინარები ბანკ “რესპუბლიკის” სათავო ოფისში 16 აპრილიდან დაიწყება.
დეტალური ინფორმაცია: ბიზნესსესხი 12%–დან