ბანკი "რესპუბლიკა", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ოფიციალურად წარმოგიდგენთ ახალ გენერალურ დირექტორს _ ბატონ კრისტიან კარმანიოლს.
1 დეკემბრიდან ბატონმა კრისტიანმა ამ მეტად საინტერესო და საპასუხისმგებლო პოზიციაზე ბატონი ჟილბერ ი ჩაანაცვლა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უძღვებოდა ბანკ "რესპუბლიკას".
ახალი დირექტორი აქტიურად განაგრძობს ინოვაციური სტრატეგიის შესრულებას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება კლიენტების პირად და ბიზნესსაჭიროებებზე, მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცედურების ფონზე, რაც საბოლოოდ გაზრდის ბანკის წილს ბაზარზე.
ბატონი კრისტიანი ეროვნებით ფრანგია. მას აქვს დიდი ოჯახი. ბანკ "რესპუბლიკამდე" იგი საინტერესო თანამდებობებზე მუშაობდა და დიდი გამოცდილება აქვს საბანკო ინდუსტრიაში. "სოსიეტე ჟენერალში" მან მუშაობა 1972 წელს დაიწყო კორპორაციული მიმართულებით. ბოლო პერიოდში იგი მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ "სოსიეტე ჟენერალის" ჩეხეთის ფილიალში.
ბატონი კრისტიანი, მოხიბლული საქართველოს ბუნებით, სტუმართმოყვარეობით, აღჭურვილი საერთაშორისო საბანკო და ფინანსური ინდუსტრიის მდიდარი გამოცდილებით, ახალ ამპლუაში თავს პოზიტიურად გრძნობს. ბანკ "რესპუბლიკაში" იგი განუხრელად გაატარებს "სოსიეტე ჟენერალის” გეგმებსა და სტრატეგიებს, გაზრდის ბანკის ადგილს ბაზარზე, განახორციელებს სხვა მეტად მნიშვნელოვან ინიციატივებს, შექმნის და ისარგებლებს საუკეთესო შესაძლებლეობებით ბანკის განვითარებისა და გაფართოვების მიზნით და მომხმარებელს შესთავაზებს ინვოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებას საზოგადოებისათვის დამატებითი კეთილდღეობის შექმნის მიზნით.
- "ბანკი "რესპუბლიკა” უმაღლესი სტანდარტების ბანკია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული და პოტენციური კლიენტების მოლოდინი და მოთხოვნებია. აქ იმისათვის ვართ, რომ თქვენთვის შევიმუშაოთ ყველაზე ინოვაციური იდეები, შევქმნათ ყველაზე ხელსაყრელი პროდუქტები თქვენი ოცნებების, გეგმებისა და გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. როდესაც შეხედავთ წითელ და შავ ლოგოს, გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი მეგობარი ბანკია, სადაც თბილად გელიან. ჩვენ მზად ვართ, ვიზრუნოთ თქვენ კეთილდღეობაზე. ბანკი "რესპუბლიკა" არის და იქნება თქვენი საიმედო პარნიტორი”, - აღნიშნა ბატონმა კარმანიოლმა.
ბანკი "რესპუბლიკა" და მისი ახალი გენერალური დირექტორი მზად არიან, განახორციელონ ახალი პროექტები, კამპანიები, მიაღწიონ ახალ მიზნებს თითოეული მომხმარებლის, მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის სასარგებლოდ.